უძველესი და მიღებულა შოტლანდიური წესდება საქართველოს უმაღლესი საბჭო

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება
უმაღლესი საბჭო - დროშა

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება (Rite Ecossais Ancien Accepté ფრნ. - Ancient and Accepted Scottish Rite ინგ.), მისი სტრუქტურული ერთეულების სახით, საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლიდან 16 მარტიდან არსებობს და ვითარდება, საქართველოში ერთადერთი კანონიერად დაფუძნებული და რეგულარული მასონური მორჩილების - საქართველოს დიადი ლოჟის ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის თანხმობით.

საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქცია ვრცელდება წესდების პირველ სამ - შეგირდის, თანამოძმის და ოსტატი მასონის სიმბოლურ ხარისხებზე და დიადი ლოჟის ეს სუვერენული უფლება შეუვალია. საქართველოს რეგულარული მასონური მორჩილების ოსტატი მასონების მიღება უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაში დაიწყო საქართველოს დიადი ლოჟის ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის 2017 წლის გადაწყვეტილებით და გაცემული ნებართვით (დისპენსაციით).

საქართველოს რეგულარული მასონური მორჩილების ოსტატი მასონების მიღება უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაში დაიწყო საქართველოს დიადი ლოჟის ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის 2017 წლის გადაწყვეტილებით და გაცემული ნებართვით.

2023 წლის 3 მაისს, ქ. პარიზში, საფრანგეთი, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების გენერალურ ინსპექტორთა ოცდამეცამეტე (33°) და ბოლო ხარისხში და რანგში, იყო ნომინირებული და აყვანილი, საქართველოს მოქალაქე, ცხრა (9) ძმა, რამაც ამ სახელგანთქმულ და აღმატებულ ძმებს მისცა საშუალება დაესრულებინათ საქართველოში წესდების სტრუქტურის სრული ფორმირება. ამავე დღეს, 2023 წლის 3 მაისს, 9 სუვერენული დიადი გენერალური ინსპექტორის სურვილითა და ნებით, გადაწყდა - საქართველოს ისტორიაში პირველი, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნება, რაც საჯაროდ გამოცხადდა და შედგა სადამფუძნებლო ქარტიის ხელმოწერით - 2023 წლის 6 მაისს.

2023 წლის 6 მაისს, ჩამოყალიბდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს ოფიცერთა კოლეგია - კომანდორია, ხოლო სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა გადაწყვეტილებით, ყოვლად ძლევამოსილ სუვერენულ დიად კომანდორად არჩეულ იქნა ძმა ირაკლი მ∴. ამავე დღეს, საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო და დაამტკიცა მისი კონსტიტუცია და საერთო (გენერალური) რეგლამენტი.

2023 წლის 25 ივნისს, საქართველოში ერთადერთი რეგულარული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანების - საქართველოს დიადი ლოჟის (www.glgeorgia.ge) და უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენული საქართველოს უმაღლესი საბჭოს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც მასონურ მორჩილებასა (სდლ) და მასონურ იურისდიქციას (უს) შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონკორდატის სახით გაფორმდა 2023 წლის 1 ოქტომბერს.

ჩვენ, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭო, ვითვალისწინებთ და ვცნობთ:

  • 1. 1765 წლის (ბორდოს) კონსტიტუციას;
  • 2. 1786 წლის (ბერლინის) დიადი კონსტიტუციას;
  • 3. პრინციპების დეკლარაციას, მიღებული 1875 წლის 22 სექტემბერს ქ. ლოზანაში, უმაღლეს საბჭოთა მსოფლიო კონვენტის მიერ.
  • 4. ქვემოთ ჩამოწერილი რეგულარულობის პრინციპებსა და კრიტერიუმებს -
  • i. მუშაობა სამყაროს დიადი ხუროთმოძღვრის სადიდებლად.
  • ii. წმინდა კანონთა კრებულის - ბიბლიის, წარმოდგენა ფიცის დადების საკურთხეველზე.
  • iii. ორდენის დევიზების „Ordo Ab Chao” და “Deus Meumque Jus” გამოყენება.
  • iv. 1762 და 1786 წლების დიადი კონსტიტუციის პრინციპების გამოყენება, იმ სახით, როგორც ასეთი პრინციპები არის აღიარებული და მიღებული მსოფლიო უმაღლესი საბჭოების მიერ.
  • v. განდობაზე და ხელდასხმაზე დაფუძნებული მოქმედების წესის დაცვა.
  • vi. რიტუალურ მუშაობაზე დაშვებულნი არიან მხოლოდ მამაკაცები, შერეული მუშაობა დაუშვებელია.
  • vii. სულიერების ღია და ადოგმატური პრინციპი.
alt

სადამფუძნებლო ქარტიის ხელმომწერმა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულმა დიადმა გენერალურმა ინსპექტორებმა, 2023 წლის ექვს (6) მაისს, ქ. თბილისის ზენიტში, 41°43’0’ ჩრდილოეთ განედით, რეგულარულად და კანონიერად, სრული ტერიტორიული სუვერენიტეტით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, დააფუძნეს უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭო.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება შედგება ქვემოთ ჩამოთლილი სტრუქტურებისგან, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამისი ხარისხებზე ზედამხედველობას:

  • სრულყოფილების ლოჟა: 4 – 14 ხარისხები
  • სუვერენული როზენკროიცერული კაპიტული: 15 – 18 ხარისხები
  • არეოპაგი: 19 – 30 ხარისხები
  • ტრიბუნალი: 31 ხარისხი
  • კონსისტორია: 32 ხარისხი

თავად საქართველოს უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს, როგორც საკუთრივ ოცდამეცამეტე ხარისხს, ასევე წესდების (RITE) მთლიან სისტემას.

ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შექმნისა და განვითარების ისტორიას, წესდების ადმინისტრირებისა და საქმიანობას წესებსა და ინფორმაციას საქართველოში მომუშავე სახელოსნოების შესახებ, ა.შ.. მომავალში საიტი შეივსება სხვადასხვა სტატიით და გამოცემით, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ.

ვდებთ პირობას, რომ სიკვდილამდე ვიქნებით ერთგული ყველა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც აღებული გვაქვს კაცობრიობის წინაშე, ჩვენი სახელმწიფოს და სამშობლოს მიმართ, ჩვენი ღირსეული ლოჟის წინაშე, ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენი ძმების მიმართ, ჩვენი თანამოქალაქეების, მეგობრების და მოყვასთა მიმართ, და მათ არასდროს არ ვუმტყუნებთ და ვუღალატებთ, იძულების, უბედურების, ნებისმიერი საშიშროების თუ დევნის შემთხვევაშიც კი.