ისტორიულად, საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ დამოუკიდებელი და სუვერენული შოტლანდიური წესდების უმაღლესი საბჭო არ არსებობდა, არამედ, არც ამ სისტემის სტრუქტურული ერთეულები იყვნენ წარმოდგენილნი 2017 წლამდე. ქართველი მასონები იყვნენ სხვადასხვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საბჭოს წევრები, რეგულარულ თუ არა რეგულარულ მიმართულებებში, მაგ. კარლო ჩხეიძე და ნოე ჟორდანია.
საფრანგეთში ემიგრაციის შემდგომ, ქართველების ნაწილი შეუერთდა საფრანგეთის დიად აღმოსავლეთს და შოტლანდიური წესდების მის სტრუქტურას, მეორე ნაწილი კი – საფრანგეთის დიადი ლოჟის და საფრანგეთის უმაღლეს საბჭოს წევრები გახდნენ, რომელიც საფრანგეთში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ტრადიციებისა და წესების ერთადერთი ჭეშმარიტი დამცველია.
2017 წლიდან, საქართველოში ერთადერთი რეგულარული და კანონიერად დაფუძნებული მასონური მორჩილების – საქართველოს დიადი ლოჟის ოსტატი მასონების მიღება დაიწყო წესდების ზედა საფეხურებზე, 2020 წლიდან კი, უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნდა წესდების სრულყოფილების ლოჟა „პრომეთე“, სუვერენული კაპიტული „გასხივოსნებული მტრედის რაინდები“ და აღმატებული არეოპაგი “Ad Unum Lucem”.
ეს იყო პირველი მდგრადი ნაბიჯები, რომლებსაც მოჰყვა დამოუკიდებელი და სუვერენული უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (ოცდამეცამეტე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა) საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნება – 2023 წლის 6 მაისს.
ეს არის რეგულარული ქართული მასონობის, ჩვენი სახელმწიფოს და უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სისტემისთვის ისტორიულ მოვლენა – საქართველოს ისტორიაში პირველად და პირველი, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნება, რომელიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი მსოფლიო უმაღლეს საბჭოთა ალიანსში და დაესწრება ისტორიულ მასონურ მსოფლიო კრებას, რომელიც 2025 წელს არის დაგეგმილი.
წესდების უმაღლესი ხარისხების მიღება, საქართველოში, დაშვებულია მხოლოდ საქართველოს დიადი ლოჟის (საქართველოს უმაღლეს საბჭოსთან ხელმოწერილი კონკორდატის საფუძველზე) იურისდიქციაში შემავალი სიმბოლური ღირსეული ლოჟების ოსტატებისთვის, ლოჟის წარდგინებით და/ან წესდების მიწვევით.